პრემიერი ზესტაფონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა
პრემიერმინისტრი იმერეთის რეგიონში შეხვედრებს მართავს. გიორგი კვირიკაშვილი ზესტაფონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო.
პრემიერი ასევე ჯორჯიან მანგანეზშიც იმყოფებოდა, სადაც ახალი ტიპის მოდერნიზებული ღუმელის გაშვება მოხდა. როგორც მხარეებმა განმარტეს, ეს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ეკოლოგიური საკითხების მოგვარებასა და საწარმოო მაჩვენებლის გაზრდაში დაეხმარება.