შესაძლოა ჩანაცვლების პროცესს გარკვეული კითხვები გამოეწვია სტრასბურგში - უჩა ნანუაშვილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროსასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც მოსამართლეობის არც ერთი კანდიდატი არ დააკმაყოფილეს.
“მე მქონდა კითხვის ნიშნები, რომელიც დღესაც მაქვს, რომელიც ეხება იმას თუ როგორ მოხდა ერთი კანდიდატის ჩანაცვლება სხვა კანდიდატით, რომელსაც გაცილებით უფრო ნაკლები შეფასება ჰქონდა მიღებული. დღემდე საზოგადოებას არ მიუღია პასუხი კითხვაზე თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა ჩანაცვლება. შესაძლოა ამ პროცესს, ჩანაცვლებაზე მაქვს საუბარი, რომელიც არ იყო გამჭვირვალე შესაძლოა გარკვეული კითხვები გამოეწვია სტრასბურგში,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.