რეალურად დესტაბილიზაციის ფონი არ შეიმჩნევა - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა
![](http://rustavi2.com/news_photos/57570_cover_b.jpg)
„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობის შესაქმნელად ამა თუ იმ ჯგუფებს ფარული ჩანაწერების გამოყენება და გავრცელება სჭირდებათ,"- ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე გააკეთა.
ეკა მიშველაძემ ბოლო დღეების განმავლობაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე მიმდინარე დისკუსიასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტის პოზიცია გააჟღერა.
„პრეზიდენტი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, როგორც ამ და სხვა დანარჩენ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, კომპეტენტური გამოძიება აწარმოონ და ყველა შეკითხვას პასუხი გასცენ. რეალურად დესტაბილიზაციის ფონი არ შეიმჩნევა, საარჩევნო პროცესი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციები, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ავტორი: ნათია გოგსაძე.