"უმჯობესია თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისგან" - მარგველაშვილის რჩევა სააკაშვილს
![](http://rustavi2.com/news_photos/57574_cover_b.jpg)
გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა საქართველოში მიხელ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა. ეკა მიშველაძის თქმით, სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს პრეზიდენტი მას ურჩევს, რომ არ ჩაერიოს საარჩევნო პროცესში.
„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ პრეზიდენტის პოზიციას. მან არაერთხელ მოუწოდა უკრაინის მთავრობის წარმომადგენელს და მაღალჩინოსანს, რომ უმჯობესია თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისგან და კარგი იქნება, თუ ასევე თავშეკავებასაც გამოიჩენს უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პროცესის, არჩევნებში გარკვეული დაძაბულობის მუხტის შეტანისგანაც,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ავტორი: ნათია გოგსაძე.