ირაკლი ალასანია და ვიქტორ დოლიძე წყნეთში ამომრჩეველს შეხვდნენ
![](http://rustavi2.com/news_photos/57580_cover_b.jpg)
წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ თავისუფალი დემოკრატები. ცოტა ხნის წინ პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ვიქტორ დოლიძე წყნეთში იმყოფებოდნენ.
პარტიის ლიდერები დევნილთა დასახლებაში მივიდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
ირაკლი ალასანია მოქალაქეებს დახმარებას დაპირდა და მოუწოდა მათ მხარი დაუჭირონ ვიქტორ დოლიძეს.