ივანიშვილ-ღარიბაშვილის სამომავლო გეგმები - დაბნეულობა ოცნებაში
ქართულ ოცნებაში დაბნეულობაა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გაპრეზიდენტება დააანონსა, მმართველი გუნდში ამ თემაზე კომენტარებს სიფრთხილით ეკიდებიან.
მართალია, ყოფილი პრემიერი ასევე ყოფილ პრემიერს ჯერ მხოლოდ "სათადარიგო მოთამაშედ" მოიხსენიებს, რეალურად რა გეგმები აქვს ივანიშვილს, ეს პარტიისთვის უცნობია.
ყოფილი თანაგუნდელის განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ სხვანაირად გაიგო. უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის პირველი პირის სავარძლის დაკავება თავად ივანიშვილს სურდეს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკურ მოედანზე დაბრუნებასთან დაკავშირებითაც სწორედ ივანიშვილი მიიღებს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი