ფორსმაჟორი ბათუმში თუ მოახლოებული არჩევნები - ქალაქის ბიუჯეტი 2 მილიონით გაიზარდა
ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიზეზი მუნიციპალიტეტის მიერ მოთხოვნილი ბიუჯეტის ზრდა გახდა.
მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის 2 მილიონით გაზრდას მოითხოვდა, მიზეზად კი ფორსმაჟორულ მდგომარეობას ასახელებდა.
მუნიციპალიტეტის მოთხოვნა საკრებულოს უმრავლესობამ გაითვალისწინა და ბიუჯეტიც გაიზარდა. ოპოზიციაში კი თვლიან, რომ 2 მილიონი მთლიანად ამომრჩევლის მოსყიდვას მოხმარდება.
ხმაურიანი სხდომის დასრულების შემდეგ განმარტებები ბათუმის მერმაც გააკეთა.
გიორგი ერმაკოვი ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას გამორიცხავს. მისი თქმით, ბიუჯეტის თანხები სტიქიის შემდეგ ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება.
ავტორი: შოთა კიკნაძე