პაატა ბურჭულაძის ბლოკი შესაძლოა, გიორგი ვაშაძემაც დატოვოს
ბლოკი პაატა ბურჭულაძე - სახელწმიფო ხალხისთვის შესაძლოა, გიორგი ვაშაძემაც დატოვოს.
ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ ამის შესახებ მან თავად გიორგი ვაშაძემ გადაცემის დაწყების წინ განუცხადა, მაგრამ თქვა, რომ ამ ეტაპზე ვაშაძეს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.
„გიორგი ვაშაძესთან ჩვენ პრობლემა არა გვაქვს. მან თქვა, რომ მას სჭირდება დრო მოფიქრებისთვის. მასთან საუბრის საშუალება არ მქონდა, ხვალ გადაწყდება მისი საკითხი. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.