ბურჭულაძე ინფორმაციას, რომ გირჩი მას ივანიშვილთან კომუნიკაციას სთხოვდა, არ უარყოფს
სახელწმიფო ხალხისთვის ლიდერი, პაატა ბურჭულაძე, არ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მასთან იმყოფებოდა პავლე კუბლაშვილი, რომელიც ითხოვდა პაატა ბურჭულაძისგან კომუნიკაციის დამყარებას ბიძინა ივანიშვილთან.
ეს ინფორმაცია ბურჭულაძემ გადაცემა არჩევანში არც დაადასტურა და არც უარყო. მან თქვა, რომ ის გადაცემაში "ვინმეს სამხილებლად“ არ მისულა.
„აქ არ ვარ მე, რომ ვინმე ვამხილოთ. მე არაფერს უარვყოფ, მაგრამ მოდით, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.