"ნაციონალური მოძრაობის" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა
ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯარჯი დოლიძე სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნო.
ადგილობრივებს ძირითადად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და კრიმინალის ზრდა აწუხებთ.
კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში, ამომრჩევლებს დახმარებას დაპირდა და მათ ასევე პარტიის სამოქმედო გეგმაც გააცნო.