ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-მა გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-მა გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო. ამის შესახებ უწყებამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა.
"მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად," - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მიერ გავრცელებულ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ.