რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტს და კათოლიკოს პატრიარქს შეხვდება
რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტს და კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მთელი ვიზიტის განმავლობაში საქართველო ყველა მედიასაშუალების ინტერესისა და ყურადღების ცენტრში იქნება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, მისი უნიკალური როლი წარმოაჩინოს, როგორც ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი შემოქმედისა და განსხვავებულ ცივილიზაციათა დამაკავშირებელი სახელმწიფოსი,“- განაცხადა ეკა მიშველაძემ.
რომის პაპი საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა.
ავტორი: ნათია გოგსაძე.