ნიცშესთან მოპაექრე ივანიშვილმა დღეს თქვა, რომ ყვარყვარე ჯავახიშვილის დაწერილიაო... მძიმე შემთხვევაა - ნათელაშვილი
ბიძინა ივანიშვილის მიერ დრეს მედიასთან გაკეთებულ განცხადებებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა. კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს ნათელაშვილმა ივანიშვილს ფსიქიატრთან კონსულტაცია და ექოსკოპია ურჩია. ნათელაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი ღირესეულად წასვლას არ აპირებს.
"ჩვენ ვნახეთ შეშინებული კაცის გამოსვლა, რომელმაც რეალურად იცის ჩვენი პარტიის რეიტინგები და კარგად იცის, რომ ჩვენ ჩავანაცვლებთ მის კორუმპირებულ რეჟიმს. ყვარყვარეს ამ ბატონმა დიდი ხნის წინ გადააჭარბა, როცა თქვა, რომ საქართველომ თურმე მაკროეკონომიკური განვითარებით გაუსწრო ამერიკის შეერთებულ შტატებს. ასეთი რამ 100 და 1000 ყვარყვარეს ერთად თავში არ მოსვლია. ჩვენ ამ ბატონისაგან გავიგეთ ახალი ლიტერატურული წიაღსვლები და სიახლეები, ნიცშესთან მოპაექრე ივანიშვილმა ბრძანა, რომ ყვარყვარე ჯავახიშვილის დაწერილია და პოლიკარპე კაკაბაძეს, გენიოსს ჩამოართვა საავტორო უფლება. ოღონდ თვითონაც ვერ გაიგო რომელი ჯავახიშვილი ჰყავდა მხედველობაში: ივანე ჩვენი ისტორიის მამა, თუ მიხეილი ჩვენი სიამაყე და კლასიკოსი. საქმე გვაქვს მძიმე შემთხვევასთან. იცრუა ზომაზე მეტი,"- აღნიშნა ნათელაშვილმა.
აქვე მთავარი ლეიბორისტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია დამარცხების და ლეიბორისტული პარტიის გამარჯვების.
"რა უნდა თქვას ამ კაცმა, მას აქვს პათოლოგიური შიში მოწინააღმდეგის, რომელიც მას 2 კვირაში ჩაყლაპავს. მან კარგად იცის, რომ ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი პიკზე არის ასული და ასევე კარგად იცის, რომ მათ მოეთხოვებათ ყველაფერზე პასუხი,"- განაცხადა ნათელაშვილმა.
კურიერში საუბრის დროს შალვა ნათელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შს მინისტრის განცხადებისთვის სერიოზული ყურადღება არ მიუქცევია და ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა "ყველას მოაბეზრა თავი". ნათელაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შანსიც განხილა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერის ადგილი საპყრობილეშია.