2012 წლის მსგავსად ივანიშვილი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ყურძნის ფასი გაიზრდება
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, 2016 წელსაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კახელებს უახლოეს პერიოდში კვლავ ყურძნის ფასის ზრდას ჰპირდება. ივანიშვილი ამბობს, რომ 1 ლარი კარგი ფასი არ არის თუმცა აღნიშნავს, რომ ამაში მთავრობის ბრალეულობა არ არის.
მეტიც ყოფილ პრემიერს მიაჩნია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში რთველი სამჯერ უკვე კარგად ჩატარდა და ახლაც წარმატებით მიმდინარეობს.
"თუ გინდ დღესაც გავიმეორებ რომ 1 ლარი ყურძენი არ უნდა ღირდეს და მეტი უნდა ღირდეს ყურძენი. არ შეიძლება ხელისუფლებას მოვთხოვოთ მუდმივად, თუ რატომ არ ღირს. 9 წლის განმავლობაში ექსპორტზე გატანილი ღვინიდან შემოსავალი 472 მილიონი იყო, მხოლოდ 4 წელიწადში კი 527 მილიონია. ნახეთ რამხელა ზრდაა,"- აცხადებს ივანიშვილი.