"ოცნების" საარჩევნო მემორანდუმს პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი არ უერთდება
მშვიდობის მემორანდუმი პოლიტიკური პარტიების მხრიდან მხოლოდ ნაწილობრივ არის გაზიარებული. ოფიციალური ტექსტი პოლიტიკურ სუბიექტებს ჯერ არ მიუღიათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ამ დოკუმენტზე ბევრი პარტიის ხელმოწერა არ იქნება.
ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლების კეთილი ზრახვების არ სჯერა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტებს ახსენებენ. ხელისუფლებას არც ხელმომწერი პარტიები ენდობიან, თუმცა მემორანდუმს მაინც უერთდებიან.
ერთ-ერთი პირველი, ვინც მემორანდუმს ხელი მოაწერეს, რესპუბლიკელები არიან. პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ინტერნეტში მოპოვებულ დოკუმენტს ხელი ჟურნალისტების თვალწინ მოაწერა.
მემორანდუმი მისაღებია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც. მათ მიაჩნიათ, რომ მემორანდუმზე ხელის მოწერის მიუხედავად, ხელისუფლების და მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა არ მცირდება.
ავტორი თეონა ცხომელიძე.