ყოფილ პოლიციელს ქვეყნის ყველა დანაყოფი ეძებს მაშინ, როცა მას ადვოკატი დღემდე უპრობლემოდ ეკონტაქტება
პოლიციელს, რომელსაც 2 კვირაზე მეტია, პროკურატურა ეძებს, ადვოკატი დღემდე უპრობლემოდ ეკონტაქტება. ოფიციალური ვერსიით, სამტრედიის ყოფილი უბნის ინსპექტორი მიმალვაშია, თუმცა რამდენად ცდილობენ სამართალდამცველები მის დაკავებას, ამ თემაზე თავად სამტრედიაში ბევრი კითხვა აქვთ.
ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ გოდერძი თევზაძეს თავად სამართალდამცველები მფარველობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ არ მოხდა მისი დროულად დაკავება.
ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ძებნილი პოლიციელი მალე ჩაბარდება გამოძიებას, თუმცა, მოჰყვება თუ არა თევზაძის დაკავებას საკადრო წმენდა სამტრედიის პოლიციაში, ჯერ უცნობია.
შს მინისტრი ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი