ირაკლი ალასანია სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილეს ზეწოლაში ადანაშაულებს
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს, ზეწოლაში და მისი თანაპარტიელების გადაბირებაში ადანაშაულებს.
ალასანია ამბობს, რომ გოგაშვილი უფლებამოსილებას აჭარბებს და "პოლიტიკურ პოლიციას" ახორციელებს.
"არიან ადამიანები, რომლებსაც ნერვებმა უმტყუნეს, რომლებსაც ეგონათ, რომ იოლი იქნებოდა ეს ბრძოლა და მეორეა, როგორ არის ამ ყველაფერში ჩართული უშიშროება. უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე პოლიტიკურ პოლიციას ახორიცელებს, იმავე საქმით არის დაკავებული ის რითაც სააკაშვილის დროს მესხელი დაკავებული. 8 ოქტომბერს ერთად დავასრულებთ პოლიტიზირებულ პოლიციას," - აცხადებს ალასანია.