გუბაზ სანიკიძე "ქართული ოცნების" შესრულებულ და შეუსრულებელ დაპირებებზე პასუხისმგებლობას იზიარებს
ეროვნული ფორუმის წევრი და დეპუტატი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ მან ქუთაისელებს ორი დაპირება მისცა, რომელთაგან ერთი სრულდება მეორე კი არა.
საუბარია ქუთაისში 24 საათიან წყალმომარაგებაზე და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე.
სანიკიძე ამბობს, რომ ქუთაისს წყალი 24 საათის განმავლობაში 2017 წლიდან ექნება სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.
სანიკიძე ამბობს, რომ მის მიერ გაცემული დაპირებები პენსიის შესახებ რომელიც 250 ლარი უნდა ყოფილიყო, კოალიციის დაპირება იყო და არა მისი პირადი. აქვე აღნიშნავს, რომ ის პასუხისმგებლობას შეუსრულებელ და შესრულებულ დაპირებებზე, რომელიც კოალიციამ გასცა იზიარებს.
"მე პირადად ქუთაისს დავპირდი 24 საათიან წყალმომარაგებას და ტექნიკურ უნივერსიტეტს. პირველი კეთდება და წარმატებით და 2017 წლის ბოლოს იმედი მაქვს, რომ დასრულდება. ეს მარადიული პრობლემა იყო.
"მეორე, ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის ლობისტი მე ვიყავი პირადად ეს სამწუხაროდ არ გაკეთდა. ის პირობა, რაც ჩვენ გავეცით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი გახდებოდა მთავარი მიმზიდველი წერტილი, ამას სჭირდებოდა, კვება ბინათმშენებლობა ტრანსპორტი და ასე რაც თავისთავად დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა. მე წინააღმდეგი ვიყავი პარლამენტის გადატანის, მაგრამ უნივერსიტეტი სხვა თემაა. მე სამწუხაროდ ჩემი კოლეგები ვერ დავარწმუნე ამაში,"- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.