"ევროპის სახალხო პარტიის" დელეგაცია კარალეთში, დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა
ევროპის სახალხო პარტიის დელეგაცია კარალეთში დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა. ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტი იძულებით გადაადგილებული ადამიანების ცხოვრების პირობებით დაინტერესდა და მათ პირადად გაესაუბრა.
დევნილებმა ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილეს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ აქვთ.
სახალხო პარტიის წარმომადგენლები გორის რაიონში ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ. შემდეგი შეხვედრა იმერეთის რეგიონში გაიმართება.