"ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდა
საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის სახალხო პარტიის ვიცე პრეზიდენტი პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო.
კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, ევროპარლამენტისგან სრულ მხარდაჭერას მიიღებს.
შეხვედრას საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრებიც ესწრებდონენ.