"საგანგაშო არის ის, რომ მოპარულია არა მთლიანად კომპიუტერი, არამედ ის ნაწილი, სადაც მეხსიერებაა კომპიუტერში," - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს ნინოწმინდის გაძარცვულ ოფისთან დაკავშირებით, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, უკვე მეხუთე დღეა სიახლე არ არის.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტიის ნინოწმინდის ოფისიდან მხოლოდ მეხსიერების ბარათია გატანილი, სადაც პოლიტიკური პლატფორმის საარჩევნო სიები და გეგმები იყო გაწერილი. ახალ საქართველოში სამართალდამცველი უწყებისგან ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, ფაქტობრივად რეაგირება არ არის. ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ მოპარულია არა მთლიანად კომპიუტერი, არამედ ის ნაწილი, სადაც მეხსიერებაა კომპიუტერში. მოპარულია სიები ჩვენი მხარდამჭერების და ეს პირდაპირ უკავშირდება, სავარაუდოდ, სწორედ იმ პოლიტიკურ აქტივობას, რაც ჩვენ გვაქვს ნინოწმინდასა და ახალქალაქში. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს ამ ფაქტებზე რეაგირება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.