ბათუმში საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა
ბათუმში საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. წევრები საოლქო კომისიაში უნდა აირჩიონ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით ხელისუფლებამ კომისიის წევრებს წინასწარ გადაუგზავნა მათი აქტივისტების და მხარდამჭერების სიები და ახლა მათი დამტკიცება სურთ საუბნო კომისიებში.
ოპოზიციის განცხადებით ადგილობრივი ხელისუფლება ამ ფორმით არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.
„არჩევნებს ჩაატარებს ის კომისია, რომელიც შემოთავაზებულია, პირდაპირ პატარაძის და სუს-ის მიერ. ეს სიები დაწერილია პატარაძის კაბინეტში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ესენი ემზადებიან არჩევნების გაყალბებისთვის,“ - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ზამბახიძე.