ბურჭულაძის პარტიის წევრები პენსიონერებს შეხვდნენ
პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერები და გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პენსიონერებს შეხვდნენ.
მათ პარტიის ეკონომიკური პროგრამის სოციალური ნაწილი გააცნეს.
პაატა ბურჭულაძის პარტიის პროგრამის მიხედვით, პენსია 250 ლარი იქნება. ასევე, ყველა პენსიონერი უზრუნველყოფილი იქნება მედიკამენტებით და სოციალურად დაუცველ პენსიონერებს საარსებო შემწეობა გაეზრდებათ.