ქართულმა ოცნებამ მცხეთა-თიანეთში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
ქართულმა ოცნებამ მცხეთა-თიანეთში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
დეპუტატის მანდატისათვის მცხეთის რაიონიდან პარტლამენტის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, იბრძოლებს. გაერთიანებულ დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში კი კენჭს ზაქარია ქუცნაშვილი იყრის.
მცხეთაში შეკრებილ ამომრჩეველს კანდიდატები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.
გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივებს სიტყვით მიმართა და ყურადღება "მთის კანონის" ამოქმედების მნიშვნელობაზე გაამახვილა.