ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები წყნეთში მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ
![](http://rustavi2.com/news_photos/53111_cover_b.jpg)
ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის ათეულის წარმომადგენლები და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, წყნეთში, გურამიშვილის ქუჩაზე, იმყოფებოდნენ. პოლიტიკოსებმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს.
"დაუშვებელია, რომ 21-ე საუკუნეში ბავშვები ზაფხულში მტვერში თამაშობდნენ, ყოველ ჯერზე წვიმის წამოსვლა სახლში წვიმა იყოს, სახელები სველდებოდეს და ლპებოდეს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მოსახლეობის ინფორმაციით, გურამიშვილის ქუჩა მთლიანად ამორტიზებულია, არ არის სანიაღვრე სისტემები, კანალიზაცია კი რეგულარულად ფუჭდება.
ადგილობრივები გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.