ევა გოცირიძე ევროსასამართლოს მოსამართლედ - ბესელია განმარტებებს აკეთებს
მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძის დასახელების ფაქტს ცოტა ხნის წინ პარლამენტის ადმიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია გამოეხმაურა.
ბესელია ფიქრობს, რომ მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გოცირიძის შერჩევა კანონმდებლობისა და დებულების სრული დაცვით მოხდა.
"ეს პროცედურები საერთაშორისო კანონმდებლობით არის გაწერილი. არის სპეციალური დებულებაც, რომელიც ამ პროცესს არეგულირებს. მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება,"- აღნიშნავს ეკა ბესელია.