შოთაძე იღებს პასუხისმგებლობას, რომ გამოძიება იქნება ობიექტური - პაპუაშვილმა პროკურატურა დატოვა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მთავარ პროკურორს შორის ერთსაათიანი შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ გიორგი პაპუაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ირაკლი შოთაძემ აიღო პასუხისმგებლობა, რომ მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების შესახებ გამოძიება იქნება ობიექტური.
"ღიად ვილაპარაკეთ იმ საკითხებთან, რაც კავშირშია გამოძიებასთან, საუბარი იყო თუ რატომ გვქონდა კითხვები გამოძიებასთან. მისი მხრიდან კონსტრუქციული დამოკიდებულება იყო. ის პირადად იღებს პასუხისმგებლობას, რომ გამოძიება იქნება ობიექტური. თუ კი რომელიმე მოსამართლე გამოძიებას მიაწვდის ინფორმაციას, შურისძიებას მასზე ან მისი ოჯახის წევრზე ადგილი არ ექნება,"- აცხადებს პაპუაშვილი.
მთავარ პროკურორთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა როგორც საქართველოს პრეზიდენტთან ასევე პრემიერმინისტრთან.