თინა ხიდაშელმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პრემიერს მიმართა
თინა ხიდაშელმა უკვე მიმართა პრემიერმინისტრს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თინა ხიდაშელი 1 აგვისტოდან დატოვებს თანამდებობას.