"ჩვენ ადრეც განვაცხადეთ, რომ როცა იქნებოდა აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ფაზა, არ გვეყოლებოდა მოქმედი მინისტრები"- დავით ზურაბიშვილი
"ჩვენ ადრეც განვაცხადეთ, რომ როდესაც იქნებოდა აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ფაზა, ჩვენ არ გვეყოლებოდა მოქმედი მინისტრები,"- ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, რესპუბლიკელები უახლოეს დღეებში წინასარჩევნო კამპანიას დაიწყებენ.
"ჩვენ ადრეც განვაცხადეთ, რომ როდესაც იქნებოდა აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ფაზა, ჩვენ არ გვეყოლებოდა მოქმედი მინისტრები, მინისტრები თანამდებობებს დატოვებდნენ და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას მიიღებდნენ. ახლა მოდის ეს დრო, დღე-დღეზე ვაპირებთ, რომ აქტიური საარჩევნო კამპანია დავიწყოთ,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა კი ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა.
რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ პრემიერს მიმართა.