"მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდმა და არჩევნებმა ჩაიაროს ისე, როგორც 4 წლის წინ"- უნგრეთის ელჩი
"მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდმა და არჩევნებმა ჩაიაროს ისე, როგორც 4 წლის წინ,"- ეს განცხადება კურიერთან საუბრის დროს უნგრეთის ელჩმა საქართველოში, პიტერ სიიარტომ გააკეთა.
დიპლომატს მიაჩნია, რომ 2012 წელს საქართველოში პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და იმედი აქვს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც დემოკრატიულად შეაფასებენ.
"ჩვენ, დიპლომატები ვცხოვრობთ და ვაკვირდებით მოვლენებს. ევროკავშირი, ნატო, გაერო და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემო იყოს ისეთი, როგორიც ეს იყო 2012 წელს, მაშინ, როდესაც პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა საქართველოსთვის,"- აცხადებს უნგრეთის ელჩი საქართველოში.