„მეასე საიუბილეო კითხვა"- ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვას უარყოფს
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მან დაიკავოს თავდაცვის მინისტრის პოსტი, არ დაადასტურა. მისი თქმით, ეს მისთვის „მეასე საიუბილეო კითხვაა“.
გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს არ აქვს მოლოდინი, თუ ვინ იქნება ახალი თავდაცვის მინისტრი.
რამდენიმე წუთის წინ თინა ხიდაშელმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პრემიერს მიმართა. მანამდე კი, თინა ხიდაშელი დღეს, თავდაცვის მინისტრის რანგში, კრწანისის სასწავლო ცენტრში იმყოფებოდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.