თინა ხიდაშელის შემცვლელად თეონა აქუბარდია და დავით ზალკალიანი სახელდებიან
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თინა ხიდაშელის შემცვლელად თეონა აქუბარდია სახელდება. ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანი განიხილება. თავად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ცოტა ხნის წინ თინა ხიდაშელმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პრემიერს მიმართა.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.