პაპუაშვილი შოთაძის შეხვედრა - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
გიორგი პაპუაშვილისა და ირაკლი შოთაძეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ინფორმაცია მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.
ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადბაში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა მთავარ პროკურორს, საჯაროდ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული სკანდალური განცხადების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ მთავარმა პროკურორმა კი განაცხადა, რომ საქმის ფარგლებში ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება.
"ირაკლი შოთაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმდინარე გამოძიების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება რა მიზნითაც ისინი კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 1571 მუხლის I ნაწილით,"- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრა პროკურატურაში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.