ხიდაშელი-ზაქარეიშვილის შემცვლელები - "ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება
თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დატოვეს, პრემიერმა მათი განცხადებები უკვე დააკმაყოფილა.
რამდენიმე წუთში კი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს. პრემიერმა უკვე დატოვა მთავრობის ადმინისტრაცია.
კურიერის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მინისტრობის კანდიდატების შესახებ იმსჯელებენ.