მოხდა გარკვეული უსამართლობა - ანა დოლიძე მთავრობისგან განმარტებებს ელოდება
მოხდა გარკვეული უსამართლობა - ასე გამოეხმაურა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის მრჩეველი და ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობის კონკურსში მონაწილე ანა დოლიძე.
დოლიძე მთავრობისგან განმარტებებს ელოდება თუ რა კრიტერიუმებით მოხდა ევა გოცირიძის შერჩევა აღნიშნულ თანამდებობაზე.
"მე, როგორც ამ კონკურსის ფინასლისტს, ამ განცხადების ნაჩქარევი და გაუმჭვირვალე ხასიათით დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოხდა გარკვეული უსამართლობა. შესაბამისად, მეც და საქართველოს მოსახლეობასაც, რომელიც გულისყურით ადევნებს თვალყურს, აქვს მოლოდინი რომ იმ პირთა მხრიდან, რომლის მიერაც იქნა გადაწყვეტილება წარმოდგენილი, იქნება დასაბუთება რა კრიტერიუმებით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევად და დახურულ კარს მიღმა," - აცხადებს ანა დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ კომისიამ ანა დოლიძეს კონკურსში მონაწილე პირათა შორის ყველაზე მაღალი შეფასება მისცა.