დუმილი დარღვეულია - დევნილთა ყოფილი მინისტრი კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს
დუმილი დარღვეულია. 2 წლის შემდეგ ქართული ოცნების გუნდის ყოფილი წევრი და დევნილთა მინისტრი დავით დარახველიძე თანამდებობიდან გადადგომის რეალურ მიზეზზე საუბრობს და ამბობს, რომ დევნილებისთვის ბინების მშენებლობა კორუფციული გარიგებების ფონზე მიმდინარეობდა.
დავით დარახველიძე ამბობს, რომ კორუფციული გარიგებების უკან ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკური საბჭოს ყოფილი მდივანი რომან ჩხენკელი იყვნენ.
დავით დარახველიძე არ გამორიცხავს, რომ რომან ჩხენკელის საქმიანობით, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარი და მისი გუნდის წევრი იყო, შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ.
დევნილთა ყოფილი მინისტრი, მის მემკვიდრეზეც საუბრობს და ამბობს, რომ სოზარ სუბარი სამინისტროს ხელმძღვანელად სწორედ იმ მოტივით შეარჩიეს, რომ ის სახელმწიფოსთვის წამგებიან ყველა პირობას დათანხმდა.
დევნილთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ სამართალდამცავები ამ დროისთვის დავით დარახველიძის მინისტრობის პერიოდში დაწყებული მშენებლობების კანონიერებას სწავლობენ.
ავტორი თამარ ბაღაშვილი