“მიწის რეგისტრაციის შესახებ სრულად იწყებს კანონი მოქმედებას პირველი აგვისტოდან," - გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრი გამოეხმაურა მიწის რეგულაციის ახალ წესებს, რომელიც, როგორც ცნობილია, ძალაში შედის პირველი აგვისტოდან.
სწორედ, ახალი წესების მეშვეობით 1 აგვისტოდან მოხდება მიწების რეგისტრაცია. როგორც ცნობილია ამ მიმართულებით კანონმდებლობაში ცვლილებებია შესული. პრემიერმა დღეს მთავრობის წევრებს მიწების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, გამჭვირვალე საქმიანობისკენ მოუწოდა.
“მიწის რეგისტრაციის შესახებ სრულად იწყებს კანონი მოქმედებას პირველი აგვისტოდან. ჩვენი მოსახლეობა ვერ აცხადებს მათ მფლობელობაში არსებული მიწის კაპიტალიზაციას, გამოყენებას ეკონომიკური საქმიანობისთვის სრულად და მეორე, იმიტომ რომ ასევე კერძო სექტორისთვის ზოგადად ეს არის დიდი პრობლემა და ვფიქრობ, რომ კარგია რომ მარტივდება რეგისტრაციის სისტემა მნიშვნელოვნად. სახელმწიფო ეხმარება მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში, მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტებითაც. ვფიქრობ, ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, ჩვენ გვექნება გაცილებით უფრო ჯანსაღი და სრული სურათი ამ მიმართულებით,“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
„ეს პროექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის გრძელდება ერთი წლის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უფასოდ მოქალაქეებმა ისარგებლონ ამ სერვისით. ასევე მოგვარდება ნაბიჯ-ნაბიჯ და საბოლოოდ ჩვენს ქვეყნა ის პრობლემა, რასაც ჰქვია უზუსტო საამზომველო ნახაზი, რაც გლეხს უქმნის ძალიან დიდ პრობლემას,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ავტორი: ანა წერეთელი.