დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში-უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე კონკრეტულ ფაქტებზე იმსჯელეს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ უწყებათაშორის კომისიას წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ უკანონო აგიტაციასა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
ორგანიზაცია წინასაარჩევნო პერიოდზე ანგარიშსაც ამზადებს, რომელსაც უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს და მასში პირველი ივნისიდან დაკვირვების შედეგი აისახება.
უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ დააყენა კორცხელში მომხდარი ინციდენტის გამოძიების საკითხი.
ასევე მოისმინეს სხვა პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილ ფაქტებზე რეაგირება უკვე მომხდარია.