ნარჩემაშვილის დაბრუნება - შევარდნაძის მთავრობის წევრი ოცნების განახლებულ შემადგენლობაში მოხვდა
ძველი მინისტრები ქართული ოცნების ახალ სახეებს შორის. იმერეთის მაჟორიტარების წარდგენა დღეს განხილვის თემა იყო.
მთავარი მიზეზი კი შევარდნაძის მთავრობის ყოფილი ძალოვანი მინისტრია, რომელმაც მმართველი პარტიის ნდობის მანდატი უკვე მიიღო და ახლა იმერეთის ამომრჩევლების გადაწყვეტილებას ელოდება.
პრემიერ-მინისტრმა კობა ნარჩემაშვილის წარდგენისას ბევრი ისაუბრა მის დამსახურებებზე, ყოფილ ძალოვანს წარსული დღეს ოპონენტებმაც გაუხსენეს.
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ქართული ოცნება ქვეყანას და საზოგადოებას იმ წარსულში აბრუნებენ, საიდანაც ქვეყანამ თავი დააღწია.
ნარჩემაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ვერც თავისუფალი დემოკრატები აღიქვამენ.
მმართველი გუნდის არასწორ საარჩევნო კონცეფციაზე საუბრობენ ის ექსპერტებიც, რომლებიც თავის დროზე ქართული ოცნების სახეები იყვნენ.
ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება სწორია. თავად ნარჩემაშვილი კი ფიქრობს, რომ ის ქუთაისელების პრობლემებს კარგად იცნობს და იბრძოლებს გამარჯვებისთვის.
ავტორი: ეკა გაგუა