ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ოცნებამ საარჩევნო სიის ნაწილი წარადგინა
ქართული ოცნების საარჩევნო სიის 15 წევრი ცნობილია. სიის წევრები საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, წარუდგინა.
სიის შედგენისას მთავარი კრიტერიუმი, როგორც აღინიშნა, განათლება, გამოცდილება და პრინციპულობა იყო.
პარტიაში განმარტავენ, რომ საბოლოო სია ამ დრომდე არ არსებობს და ოცნებაში რეიტინგების მიხედვით განიხილავენ ამა თუ იმ კანდიდატს.
არ არის გამორიცხული, საარჩევნო სიაში კახა კალაძე, თეა წულუკიანი და სოზარ სუბარიც მოხვდნენ. თავად მინისტრებს აღნიშნული ინფორმაცია არც დაუდასტურებიათ და არც უარყვიათ.
ავტორი: ნათია გოგსაძე