"ამას ვუყურებ მხოლოდ როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაზეც ასევე მიიღებენ პოლიტიკურ პასუხს - ვახტანგ რჩეულიშვილი
ცენტრ პოინტის საქმეზე გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ. როგორც ვახტანგ რჩეულიშვილი კურიერთან საუბრისას აცხადებს, მისი შვილის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია.
რჩეულიშვილის მიმდინარე პროცესებს კვლავ პოლიტიკურ საქმედ აფასებს და ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მიზანმიმართულად მოხდა საქმის გააქტიურება.
„ეს სასამართლოს განჩინება ჩემთვის გაუგებარია, რადგან თუ რამე საქმე ქონდა პროკურატურას არც მაია, არც რუსუდანი, არც მე, არც გუკა არ დავმალულვართ. მივსულვართ კიდეც პროკურატურაში, ამიტომ არავითარი საჭიროება ამის არ იყო. ამიტომ, ამას ვუყურებ მხოლოდ როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაზეც ასევე მიიღებენ პოლიტიკურ პასუხს. 4 წელია ვითხოვთ გამოძიებას და საჩივრებიც გვაქვს დაწერილი და პასუხად მივიღეთ გადაწყვეტილება გუკას დაპატიმრებაზე. გუკა არ მინახავს, ცხადია ტელეფონზე არ მირეკავს, იმიტომ რომ კარგად იცის რაც ხდება და აქედან თქვენი ეთერით მივმართავ, რომ არაფრით არ გამოჩნდეს, სანამ არ იქნება გარკვეული ხვალ, რასთან გვაქვს საქმე. როდესაც ვხედავთ, რომ კაცს პოლიტიკურ ბრალდებას უთითხნიან, ჩვენც მივიღებთ ადეკვატურ ზომებს,“ - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.
გავრცელებული ინფორამციით, საქმე ეხება ბათუმში არსებულ კომპლექსს თეთრ მაგნოლიას და დაკავებულთა მიერ თანხების უკანონო მითვისებას.