საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena ამიერიდან სახელმწიფოს საკუთრებაა
200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena ამიერიდან სახელმწიფოს საკუთრებაა. ობიექტის გადაცემის ცერემონიას შეკვეთილში პრემიერმინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ფონდ ქართუს წარმომადგენლები დაესწრნენ. გაფორმდა შესაბამისი დოკუმენტიც.
უმაღლესი დონის საკონცერტო დარბაზი 10 ათას მაყურებელზეა გათვლილი და აღჭურვილია უახლესი ტექნიკით.
კურიერის კითხვაზე - თუ რა დაუჯდება სახელმწიფოს Black Sea Arena -ს შენახვა, საკონცერტო დარბაზის დირექტორმა კონკრეტული თანხა ვერ დაასახელა