რჩეულიშვილების ბრალდებებს არჩილ კბილაშვილი მოკლე ტექსტური შეტყობინებით პასუხობს
ცენტრ პოინტის საქმეზე საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი რჩეულიშვილების ბრალდებებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით პასუხობს.
კურიერის მიერ არა ერთი მცდელობის მიუხედავად, არჩილ კბილაშვილმა საჯარო კომენტარისგან თავი შეიკავა და მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებით შემოიფარგლა. მისი პოზიციით, ის არ მიიჩნევს მიზანშეწონილად არსებულ ბრალდებებზე კომენტარი ან განცხადება გააკეთოს.
შეგახსენებთ, დღეს დააკავეს ცენტრ პოინტ აჭარის დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი კრაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, რომლის დაკავების შესახებ დადგენილება მოსამართლემ მიიღო, პოლიციას ჯერ კიდევ არ დაუპატიმრებია.