გუკა და მაია რჩეულიშვილები ხვალ თელავის პროკურატურაში დაიბარეს
ხვალ, 11 საათზე ქალაქ თელავის პროკურატურაში მაია რჩეულიშვილი დაიბარეს. უწყება რჩეულიშვილმა დღეს მიიღო, სადაც მაია რჩეულიშვილთან ერთად მისი შვილი - გუკა რჩეულიშვილიც არის დაბარებული. თუმცა, ვახტანგ რჩეულიშვილი კურიერთან საუბრისას აცხადებს, რომ შვილის პროკურატურაში გამოცხადებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ.
„მაიასთან მოვიდა თელავში უწყება, სადაც ნათქვამია, რომ მაია და გურამ რჩეულიშვილი დაბარებულია ხვალ, ქალაქ თელავის პროკურატურაში 11 საათისთვის. მაია რასაკვირველია წავა, იმიტომ რომ სულ დადის ამ დაკითხვებზე, მაგრამ რაც შეეხება გუკას, ჯერ მაია მივა და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი ოჯახი რა ჯობს - თუ პოლიტ პატიმარი უნდა გახადონ გუკა, გადავწყვეტთ პოლიტპატიმარი ძებნილი იყოს თუ პოლიტპატიმარი დაკავებული. რადგან ზღვარი გადალახა პროკურატურამ, მიიღებენ საპასუხი დარტყმას,“ - აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.
საქმეზე უკვე დაკავებულია ცენტრ-პოინტი აჭარის დირექტორი ირაკლი იმნდელი და თბილისში ბათუმიდან ჩამოიყვანეს გაყიდვების სამსახურის უფროსი სალომე ჩარკვიანი. ამ წუთებში ჩარკვიანის ადვოკატი თბილისის პოლიციის სამართველოში იმყოფება.