"ცენტრ პოინტის" დაკავებული თანამშრომელი ბათუმიდან თბილისში გადმოყავთ
ცენტრ პოინტის ორ დაკავებულ თანამშრომელს სავარაუდოდ ბრალს წარუდგენენ. სამართალდამცველებმა თანხების მითვისების ბრალდებით, ცენტრ პოინტ აჭარის დირექტორი, ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ჩარკვიანის აყვანა ბათუმში მოხდა და ამ დროისთვის ის თბილისში გადმოყავთ. კურიერის ინფორმაციით, თბილსის პროკურატურაში ამ წუთებში მიმდინარეობს ირაკლი მინდელი დაკითხვა, თუმცა ამ ინფორმაციას საგამოძიებო ორგანო არ ადასტურებს.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში მიმდინარეობდა კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის, გუკა რჩეულიშვილის აყვანის ოპერაცია.
შეგახსენებთ, რომ ცენტრ პოინტის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 2012 წლიდან და ეს საქმე იხილება სასამართლოში.