"ცემა-ტყეპა პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა," - დავით უსუფაშვილი კორცხელის ინციდენტზე საუბრობს
პარლამენტის თავმჯდომარე ეთანხმება მესამე სექტორის წარმომადგენლების მიერ მომზადებულ დასკვნას კორცხელის ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ინიციატივის დასკვნის მიხედვით კორცხელში ინციდენტი პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა, თუმცა ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას თუ არა დაპატიმრება, ამის შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაგან დავით უსუფაშვილი თავს იკავებს.
„ეჭვი არ მეპარება რომ იქ ცემა-ტყეპა იყო პოლიტიკურ ნიადაგზე, იქ ფული გაყოფაზე ან შეყვარებული გაყოფაზე არ იყო ჩხუბი - რაც მე ვიცი. ეს იყო პოლიტიკურ ნიადაგზე. არ ვიცი რა დიდი დასკვნა სჭირდება ამას. არ აქვს მნიშვნელობა ვისი ბრალით მოხდა, ის რაც მოხდა ეს არის მიუღებელი და დაუშვებელი,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.