ეუთო-ში რუსი დეპუტატებისთვის სანქციების მოხსნის რეკომენდაცია მიიღეს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რეკომენდაცია მიიღო, რომელიც რუსი დეპუტატებისთვის სანქციების მოხსნას ითვალისწინებს. საკითხის დაყენება შვეიცარიის წარმომადგენლობის ინიციატივით მოხდა. ერთსაათიანი განხილვის შემდეგ ასამბლეამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც ფილიპ ლომბარდმა წარადგინა სესიაზე.
რეკომენდაციის შესახებ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ქართულ დელეგაციას. დეპუტატები გია ვოლსკი და გიგი წერეთელი თვლიან, რომ შესაძლებელი იყო უკეთესი ფორმით მიღებულიყო სარეკომენდაციო წერილი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დეპუტატი გიგი წერეთელი ამბობს, რომ მან სხდომაზე წარადგინა საკუთარი ვარიანტი, თუმცა მისი წინადადების გათვალისწინება არ მოხდა.
ავტორი: ანა წერეთელი