საქართველო ნატო-სთან თანამშრომლობის ახალ ეტაპს ელოდება
ვარშავაში საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპს ელოდება. საუბარია შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რომელშიც სავარაუდოდ ქართული მხარეც აქტიურად იქნება ჩართული.
ნატო-ს გენერალური მდივანი სამიტის წინ გადაწყვეტილებების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ალიანსი მაქსიმალურად დაეხმარება საქართველოს, რომ ქვეყანამ გაზარდოს საკუთარი შესაძლებლობები გარე ზეწოლის საპასუხოდ.
ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მმართველი ელიტა ვარშავის სამიტზე კონკრეტული შეთავაზებით თავადაც უნდა წარსდგეს.
რა მოთხოვნა ექნება ოფიციალურ თბილისს ვარშავაში ამის შესახებ წინასწარ განცხადებები არ კეთდება, თუმცა კოალიცია ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ ეს შეხვედრა უშედეგოდ არ ჩაივლის.
ავტორი: ნათია გოგსაძე.