ხელისუფლების მხრიდან ოპონენტებზე პოლიტიკური ანგარიშსწორება - არასამთავრობო სექტორის ანგარიში კორცხელზე
მესამე სექტორი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში, დეტალურად არის აღწერილი შუალედურ არჩევნებზე მომხდარი ინციდენტი და ხელისუფლების მხრიდან ოპონენტებზე პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არის შეფასებული.
დასკვნის ავტორების შეფასებებს არ ეთანხმება მმართველი გუნდი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ანგარიში ქართული ოცნების მხრიდან ბრალდებების მიზეზიც გახდა.
ქართული ოცნება დღეს დავით უსუფაშვილმა გააკრიტიკა. პარლამენტის თავმჯდომარე მმართველი გუნდისგან განსხვავებით ფიქრობს, რომ მომხდარი დაპირისპირების მიზეზი სწორედ პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომლებსაც კორცხელში თავს დაესხნენ, ამბობენ, რომ ძალადობის დამკვეთი ხელისუფლებაა და ამის დადგენა ობიექტური გამოძიების პირობებში მარტივადაა შესაძლებელი.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.