კანდელაკის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბრალს აღიარებს
31 წლის მიხეილ ცხაკაია კანდელაკის ქუჩაზე მისივე სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა თავისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. სასიკვდილო გასროლა მკვლელობაში ბრალდებულმა გადაჭრილი სანადირო იარაღიდან მოახდინა.
მკვლელობას, ადგილობრივების თქმით, ცხაკაიას დედაც შეესწრო. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექმინებმა ვეღარ შეძლეს.
მკვლელობის ოფიციალური მოტივი უცნობია. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, მიხეილ ცხაკაიას მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. გავრცელებული ცნობით, ცხაკაიას შეყვარებულის ყოფილმა ქმარმა ესროლა.
სამართალდამაცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი